×
სპეციალური შემოთავაზება
მზის სათვალე
ოპტიკური სათვალე
კონტაქტური ლინზები
ფერადი ლინზები
ლინზის შესანახი სითხე
თვალის წვეთები
სასაჩუქრე ბარათი
სათვალის ლინზა
აქსესუარები
optimist
 
INVU-შვეიცარიული სათვალის ბრენდი ოპტიმისტში
    შვეიცარიული ბრენდი INVU გამოირჩევა მრავალფეროვნებით, აკმაყოფილებს განურჩევლად ყველა ასაკისა და სტილის მქონე ადამიანების მოთხოვნებს.   INVU-ს სათვალეები ექსკლუზიურად ოპტიმისტის ქსელშია წარმოდგენილი. ბრენდი არის Swiss Eyewear Group-ის წევრი,რომელიც დაარსდა 2013 წელს. ის არის პირველი გლობალური შვეიცარიული ოპტიკური კომპანია, რომლის სათაო ოფისი - ციურიხშია. ბრენდის დაარსების მთავარი პრინციპი იყო, რომ უმაღლესი ხარისხის სათვალე ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მათ აქვთ ოპტიკური ინდუსტრიაში ფართო გამოცდილება.მათი პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 90 -ზე მეტ ქვეყანაში.    INVU არის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სათვალე მსოფლიოში. ბრენდი  იქმნება  ინოვაციური პოლარიზებული ლინზების ტექნოლოგიით  და უახლესი მასალებით. Swiss Eyewear Group-ის დიზაინერებისა და ინჟინრების საერთაშორისო გუნდი იძლევა გარანტიას, რომ  მათი სათვალეები აკმაყოფილებს შვეიცარიის ხარისხის სტანდარტებს.    INVU-ს მზის სათვალეები შექმნილია პოლარიზებული ოპტიკური ლინზებით,რომლებიც  გთავაზობთ მკაფიო, გამჭვირვალე ხედვას მაღალი კონტრასტით და განსაკუთრებული ფერის აღქმით. რატომ უნდა ვიყიდოთ INVU-ს  სათვალე?  INVU-ს მზის სათვალე შექმნილია უმაღლესი ხარისხის ოპტიკური ლინზებით, რომლებიც  თქვენს თვალებს იცავს  ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან.  მას აქვს პოლარიზებული ლინზა,რომელიც დამატებითი კომფორტია თვალისთვის.  პოლარიზებულ სათვალეს გააჩნია  განსაკუთრებული დამცავი ფენა,  იგი ამცირებს ზედაპირიდან ანარეკლის სიძლიერეს, ამ შემთხვევაში კი უფრო ადვილია მხედველობა მზით განათებულ გარემოში. ოპტიმისტის  ოპტიკური სალონები გთავაზობთ  INVU-ს ბრენდის სათვალის  ფართო არჩევანს - მამაკაცის, ქალის და საბავშვო კოლექციაში. INVU - შვეიცარიული ხარისხი, რომელსაც უნდა ენდო!

სტატიის ავტორი:
თათია შარიფაშვილი
2021-07-29

სრულად ნახვა